რუსეთის კრასნოდარის მხარიდან იუწყებიან დრონებით გემებისა და ტერმინალის დაზიანების შესახებ

გასულ ღამით აფეთქებები იყო რუსეთის კრასნოდარის მხარის დაბა ვოლნაში. ადგილობრივი ხელისუფლება უკრაინული დრონებით შეტევის და გემებისა და ნავთობტერმინალის დაზიანების შესახებ იუწყება. ტემრიუკის რაიონის დაბა ვოლნა ტამანის ნახევარკუნძულზე, შავი ზღვის სამხრეთ ნაპირზე მდებარეობს. კრასნოდარის მხარის ოპერატიული შტაბის ტელეგრამ-არხზე 22 დეკემბერს გამთენიისას გამოქვეყნებული ინფორმაციით, უპილოტო საფრენი აპარატებით შეტევის შედეგად ვოლნაში დაზიანებულია ორი გემი და ორი მისადგომი, სადაც […]