თბილისში, ნუცუბიძის ქუჩაზე, 34 წლის კაცი დანით დაჭრეს. შს სამინისტროს ცნობით, ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით 38 წლის კაცია დაკავებული. დაჭრილი მამაკაცი საავადმყოფოში მოათავსეს, სადაც შესაბამისი სამედიცინო დახმარება უტარდება. სამართალდამცველებმა ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ა.ლ. ბრალდებულის სახით თბილისში დააკავეს. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. Source