სერბეთში მასშტაბური საპროტესტო აქცია გაიმართა სტუდენტებისა და ლექტორების მხარდასაჭერად. დემონსტრანტების განცხადებით, ქვეყანაში გამართული ანტისამთავრობო აქციებში მონაწილეობის გამო, უნივერსიტეტებიდან რამდენიმე ათეული ლექტორი სამსახურიდან გაათავისუფლეს, სტუდენტების ნაწილს კი, ჩარიცხვის შესაძლებლობა არ მისცეს. „ის, რასაც სტუდენტები ბოლო თვეებსა და წლებში აკეთებდნენ ჩვენს ქვეყანაში, არის გულწრფელი მცდელობა, განიკურნოს მთელი ჩვენი საზოგადოება. ისინი იმ მიზნებისთვის იბრძვიან, რომელთათვისაც ყველამ ერთად უნდა […]