თბილისში, დიდ დიღომში კორპუსის მშენებლობაზე მუშა დაიღუპა. „ტვ პირველის“ ინფორმაციით, 25 წლის ახალგაზრდას დენმა დაარტყა. შემთხვევა გვიან ღამით მოხდა. როგორც „ნეტგაზეთს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.