მოსკოვში ააფეთქეს კიდევ ერთი რუსი გენერალი

რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის თანახმად, სარვაროვი დღეს, 22 დეკემბერს დილით დაიღუპა აფეთქების შედეგად, ასაფეთქებელი მოწყობილობა კი ავტომობილში იყო დამონტაჟებული. გამოძიება დაწყებულია მკვლელობის და ასაფეთქებელი ნივთიერებების უკანონო ბრუნვის მუხლებით. რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის განცხადებით, ერთ-ერთი ვერსიით დანაშაული ორგანიზებულია უკრაინის სპეცსამსახურების მიერ. უკრაინულ მხარეს ამ ვერსიაზე კომენტარი ჯერჯერობით არ გაუკეთებია. · 2025 წლის აპრილში მოსკოვის ოლქის ქალაქ ბალაშიხაში, სახლთან […]