"საქართველო არა მხოლოდ რეგიონშია მოწინავე, არამედ წინ უსწრებს EU-ს და NATO-ს წევრ სახელმწიფოებს", — განაცხადა ოცნების დანიშნულმა პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა "ელჩების კონფერენცია 2025"-ზე სიტყვით გამოსვლისას. მისი თქმით, საქართველო იცავს სუვერენიტეტს, საკუთარ სახელმწიფო ინტერესებსა და მშვიდობას თავისი ხალხისთვის. "ჩვენი პრინციპული პოზიციის გამო, რომ საქართველო იცავს სუვერენიტეტს, საკუთარ სახელმწიფო ინტერესებსა და მშვიდობას თავისი ხალხისთვის, ჩვენი ქვეყნის მისამართით ...