რუსი გენერალი, ფარილ სარვაროვი, რომელიც საკუთარ ავტომობილში ააფეთქეს, გარდაიცვალა

რუსული მედიის ინფორმაციით, აფეთქება საცხოვრებელ კორპუსთან მდებარე ავტოსადგომზე მოხდა. დანაშაულის მოტივი ამ დროისთვის უცნობი, თუმცა კომიტეტი მკვლელობას უკრაინის სპეცსამსახურებს უკავშირებს. „გამომძიებლები მკვლელობის საქმეზე რამდენიმე ვერსიას ამუშავებენ. ერთ-ერთი ვერსიის მიხედვით, დანაშაული უკრაინის სადაზვერვო სამსახურების მიერ არის ორგანიზებული“, – განაცხადა პრესსპიკერმა სვეტლანა პეტრენკომ. მისი თქმით, „გამოძიება ჩაატარებს ყველა აუცილებელ – მათ შორის სასამართლო-სამედიცინო და ასაფეთქებელი ნივთიერებების ექსპერტიზას. […]