რუსი გენერალი, ფარილ სარვაროვი, რომელიც მოსკოვში საკუთარ ავტომობილში ააფეთქეს, დაიღუპა. ამის შესახებ რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის პრესსპიკერმა განაცხადა. რუსული მედიის ინფორმაციით, აფეთქება საცხოვრებელ კორპუსთან მდებარე ავტოსადგომზე მოხდა. საგამოძიებო კომიტეტის თანახმად, ფაქტზე სისხლის სამართლის საქმეა აღძრული და გამოძიება მიმდინარეობს. დანაშაულის მოტივი ამ დროისთვის უცნობია. რუსი გამომძიებლები მკვლელობას უკრაინის სპეცსამსახურებს უკავშირებენ. „გამომძიებლები მკვლელობის საქმეზე რამდენიმე ვერსიას ამუშავებენ. ერთ-ერთი […]