„ასოშიეითიდ პრესის“ ცნობით, ტრამპის ადმინისტრაცია 30-მდე ქვეყნიდან ელჩებსა და დიპლომატიურ წარმომადგენლებს გაიწვევს. როგორც სააგენტო სახელმწიფო დეპარტამენტში ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით წერს, სულ მცირე, 29 ქვეყანაში მოქმედი დიპლომატიური მისიების წარმომადგენლებმა უკვე მიიღეს შეტყობინება, რომ მათი თანამდებობაზე ყოფნის ვადა იანვარში იწურება. „ასოშიეითიდ პრესის“ ცნობით, საუბარია იმ დიპლომატებზე, რომლებმაც თანამდებობები ჯო ბაიდენის პრეზიდენტობის პერიოდში დაიკავეს. ყველაზე მეტი ელჩს გაიწვევენ […]