ელჩების კონფერენციის შემდეგ, ჟურნალისტებთან საუბრისას ოცნების ხელისუფლების საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა განაცხადა, რომ ევროკომისია "საკუთარ გადაწყვეტილებებს ჩამორჩა", "საქართველოში დიპლომატიური პასპორტების მფლობელებს უვიზო მიმოსვლა დიდი ხნის წინ შეაჩერა და ევროკავშირის წევრი ქვეყნები გაურკვეველი მიზეზებით სწორედ ამ გადაწყვეტილებას მიუყვებიან". ბოჭორიშვილის განცხადებით, მისთვის "გაურკვეველია", თუ რატომ მიიღო ევროკომისიამ ეს გადაწყვეტილება. მისივე თქმით, უვიზო მიმოსვლის ...