რუსულ უნივერსიტეტებში სწავლის მსურველი აფხაზი სტუდენტები იძულებულნი არიან, რუსეთის სამხედრო სამსახურში დარეგისტრირდნენ. ინფორმაციას გამოცემა JAMnews ავრცელებს. გამოცემა აღნიშნავს, რომ ფორმალურად ეს დასაშვებია, რადგან მათ ორმაგი, რუსეთისა და ე.წ. აფხაზეთის მოქალაქეობა აქვთ, თუმცა, ოკუპირებული აფხაზეთის მარიონეტული მთავრობა ამ მოცემულობას არ ეთანხმება და სამართლებრივი მექანიზმების განვითარებას ცდილობს. JAMnews-ის ცნობით, 2025 წელს ოკუპირებული აფხაზეთიდან რუსეთის სამხედრო სამსახურში სტუდენტების იძულებითი რეგისტრაცია გახშირდა, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში, მათ […]