BBC-ს ჟურნალისტი სტივ როზენბერგი: არ ვიცოდი, რომ ორეული მყავდა… რუსულ ტელევიზიაში აშკარად ჰგონიათ, რომ მყავს

BBC-ს ჟურნალისტი სტივ როზენბერგი წერს, რომ 19 დეკემბერს მოსკოვში, ვლადიმირ პუტინის პრესკონფერენციაზე, რუსეთის “პირველმა არხმა” ინტერვიუ ჩაწერა მის “ორეულთან”, რომელიც რუსი რეპორტიორის მტკიცებით, “სტივენ როზენბერგი” იყო. “არ ვიცოდი, რომ ორეული მყავდა… რუსულ ტელევიზიაში აშკარად ჰგონიათ, რომ მყავს. ვლადიმირ პუტინის პრესკონფერენციაზე რეპორტიორმა პირდაპირ ეთერში ინტერვიუ ჩაწერა ‘სტივ როზენბერგთან’ (თუმცა, ეს მე არ ვიყავი)” – წერს როზენბერგი […]