ქართულმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა გაეროს ქიმიური იარაღის აკრძალვის ორგანიზაციის (OPCW) გენერალურ დირექტორს ერთობლივი განცხადებით მიმართეს. 12 ორგანიზაცია ითხოვს, საქართველოში ჩამოვიდეს საგამოძიებო მისია, რომ დადგინდეს, რომელი ქიმიური ნივთიერებები გამოიყენა “ქართულმა ოცნებამ” გასულ წელს, მომიტინგეთა დასაშლელად. მესამე სექტორის წარმომადგენლებმა ასევე მიმართეს გაეროს სპეციალურ მომხსენებლებს და ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარს, რათა მათ საკუთარი მანდატის ფარგლებში მოახდინონ რეაგირება, უზრუნველყონ […]