მოვაჭრეებს პიროტექნიკა ჩანოართვეს და დააჯარიმეს – ინფორმაციას თბილისის მუნიციპალური ინსპექცია ავრცელებს. კალაძის უწყებამ ოპერაცია, საპატრულო პოლიციასთან ერთად ჩაატარა. განცხადებაში მუნიციპალური ინსპექცია წერს, რომ გამოავლინა პიროტექნიკის უნებართვო რეალიზაციის ფაქტები. ღონისძიების ფარგლებში, დამრღვევი მეწარმე სუბიექტები დაჯარიმდნენ და მოხდა პროდუქციის კონფისკაცია. პიროტექნიკური ნაწარმის იმპორტი, ექსპორტი, წარმოება ან/და რეალიზაცია, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ნებართვის/ლიცენზიის გარეშე, გამოიწვევს პირის დაჯარიმებას 5 000 ლარის […]