უფლედამცველი არასამთავრობო ორგანიზაციები ერთობლივად მიმართავენ გაეროს ქიმიური იარაღის აკრძალვის ორგანიზაციის (OPCW) გენერალურ დირექტორს, გაეროს სპეციალურ მომხსენებლებს და ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარს საქართველოში მიმდინარე დემონსტრაციების დროს „სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან ადამიანის უფლებათა სავარაუდო მძიმე დარღვევებისა და ქიმიური და ექსპერიმენტული საშუალებების შესაძლო გამოყენებასთან დაკავშირებით“. ისინი მოუწოდებენ OPCW-ის გენერალურ დირექტორს, გამოიყენოს საკუთარი მანდატი და განიხილოს ფაქტების დადგენის ან […]