კოალიცია ცვლილებისთვის 9 საერთაშორისო საგამოძიებო ორგანიზაციას მიმართავს, საქართველოში აქციებს დროს სავარაუდოდ ქიმიური იარაღის გამოყენეებისა და სისტემური წამების ფაქტების გამოძიებას ითხოვს. კოალიციის განცხადებით, საერთაშორისო ინსტანციებიდან 5 გაეროს სპეციალური მომხსენებელია. · გაეროს სპეციალური მომხსენებელი წამებისა და სხვა სასტიკი, არაადამიანური ან ღირსების შემლახავი მოპყრობისა და დასჯის შესახებ; · გაეროს სპეციალური მომხსენებელი მშვიდობიანი შეკრებისა და გაერთიანების თავისუფლების შესახებ; · […]