აშშ-ის დაზვერვა მიუთითებს, რომ პუტინის იმპერიული მიზნები უცვლელია

აშშ-ის დაზვერვის ანგარიშები მიუთითებენ, რომ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს უარი არ უთქვამს საკუთარ მიზანზე სრულად დაიპყროს უკარინა. ამის შესახებ „როიტერს“ აშშ-ის დაზვერვასთან დაახლოებულმა ექვსმა წყარომ განუცხადა. ეს ცნობები ეწინააღმდეგება აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპისა და მისი სამშვიდობო მომლაპარაკებლების განცხადებებს, რომლებიც ამტკიცებენ, რომ პუტინი კონფლიქტის დასრულებას ცდილობს. ერთ-ერთი წყაროს ცნობით, უახლესი სადაზვერვო შეფასება სექტემბრის ბოლოს არის მომზადებული. […]