მალე შეთანხმდება პუნქტები და საბოლოო ჯამში უკვე უცხოელი პარტნიორიც ჩაერთვება პროექტის განხორციელებაში – ირაკლი კობახიძე ანაკლიის პორტზე

ანაკლიის პორტის პროექტი გრძელდება და შესაბამისი ინფრასტრუქტურული სამუშაოები ხორციელდება სახელმწიფო დაფინანსებით, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ “ღამის კურიერში” განაცხადა. როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, უცხოელ პარტნიორებთან თანხმდება კონკრეტული პუნქტები და ისინიც მალე ჩაერთვებიან პროექტის განხორციელებაში. „მოლაპარაკებები გრძელდება, მაგრამ ეს ვადებს არ ცვლის მარტივი მიზეზის გამო, პირველი ეტაპის სამუშაოები ისედაც თავის თავზე აქვს აღებული სახელმწიფოს. […]