ცხინვალში ქართველი სამოქალაქო აქტივისტი თამარ მეარაყიშვილი დააკავეს

ცხინვალში ქართველი სამოქალაქო აქტივისტი თამარ მეარაყიშვილი დააკავეს. ინფორმაციას მისი დაკავების შესახებ რუსეთის მიერ ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის საინფორმაციო სააგენტო ავრცელებს. "ნეტგაზეთის" ცნობით, თამარ მეარაყიშვილს ჯაშუშობაში ადანაშაულებენ. "გამოძიების ვერსიით, საქართველოს მოქალაქე, რომელიც სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე იმყოფებოდა, ახორციელებდა ინფორმაციის შეგროვებასა და გადაცემას რესპუბლიკის სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ობიექტების შესახებ, რითაც საფრთხეს უქმნიდა ქვეყნის უსაფრთხოებას", — წერია ცხინვალის ...