ოკუპირებულ ახალგორში მცხოვრები საქართველოს მოქალაქე და სამოქალაქო აქტივისტი, თამარ მეარაყიშვილი დააკავეს. ინფორმაციას მისი დაკავების შესახებ, რუსეთის მიერ ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის მედია ავრცელებს. თამარ მეარაყიშვილს ე.წ. საგამოძიებო უწყება ჯაშუშობაში ადანაშაულებს. ადგილობრვი საინფორმაციო სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში წერია – „გამოძიების ვერსიით, საქართველოს მოქალაქე, რომელიც სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე იმყოფებოდა, ახორციელებდა ინფორმაციის შეგროვებასა და გადაცემას რესპუბლიკის სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ობიექტების […]