საქართველოს შეუძლია, თხილის წარმოების კუთხით მსოფლიოში მესამე ქვეყანა გახდეს, – ეს განცხადება საქართველოს თხილის მწარმოებელთა ასოციაციის აღმასრულებელი საბჭოს თავმჯდომარემ, მერაბ ჭითანავამ გააკეთა რადიო „კომერსანტის“ ეთერში გააკეთა. როგორც მერაბ ჭითანავა განმარტავს, საქართველოდან თხილის მოსავლის 80% ევროპის ბაზარზე გადის, სადაც ჩვენი ქვეყნის მთავარი კონკურენტები თურქეთი და აზერბაიჯანი არიან. „ორივე ქვეყანაში ხდება თხილის სუბსიდირება და ბუნებრივია, უფრო კონკურენტულ […]