„უკეთესი მეოთხე კვარტალის გამო, ვიმედოვნებთ, რომ ამ წლის ჯამური მაჩვენებლებით 2024 წლის მონაცემებზე გავალთ, ან გაყიდვებში მცირედი კლება გვექნება“

მიმდინარე 2025 წელი, რომლის დასრულებამდეც რამდენიმე დღე რჩება, საცალო ვაჭრობის სექტორისთვის არაერთგვაროვანი აღმოჩნდა. იმ სავაჭრო ცენტრებში, სადაც უმეტესად ტექნიკის მაღაზიებია განთავსებული, ამბობენ, რომ მთელი წლის მანძილზე გაყიდვებში კლება ჰქონდათ. ხოლო, მოლებში, სადაც უფრო მეტად ტანსაცმლის მაღაზიებია წარმოდგენილი, რეალიზაციის მაჩვენებლები გაზრდილია. როგორც „ბიზნესპარტნიორს“ „თბილისი ცენტრალის” გენერალურმა დირექტორმა ლევან ყარალაშვილმა განუცხადა, 2025 წელი სექტორისთვის გამოწვევებით სავსე იყო. […]