ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, 22 დეკემბერს ირანი გააფრთხილა, რომ თეირანის მიერ ისრაელის წინააღმდეგ გადადგმულ ნებისმიერ ნაბიჯს მკაცრი პასუხი მოჰყვება. ბენიამინ ნეთანიაჰუს თქმით, მათ იციან, რომ ირანი ბოლო დროს სამხედრო წვრთნებს ატარებს. ამიტომ „ყურადღებით აკვირდებიან ვითარებას და საჭიროების შემთხვევაში მზად არიან რეაგირებისთვისაც“. ნეთანიაჰუმ ეს განცხადება იერუსალიმში საბერძნეთის პრემიერ-მინისტრთან, კირიაკოს მიცოტაკისთან და კვიპროსის პრეზიდენტთან, ნიკოს ხრისტოდულიდისთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე […]