საქართველოს სახალხო დამცველი, ლევან იოსელიანი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის, ლევან ხაბეიშვილის ოჯახის წევრებსა და ადვოკატს ხვდება. შეხვედრა სახალხო დამცველის ოფისში მიმდინარეობს. როგორც შეხვედრის დაწყებამდე, ლევან ხაბეიშვილის ადვოკატმა ლაშა ტყეშელაძემ განაცხადა, ლევან ხაბეიშვილი წამებასთან გათანაბრებულ მდგომარეობაშია, რადგან არ ეძლევა ოჯახთან კომუნიკაციის საშუალება. ლაშა ტყეშელაძის თქმით, სახალხო დამცველის მხრიდან აღნიშნული საკითხით დაინტერესება კარგია, თუმცა მან ქმედითი […]