სისხლიანი გარჩევა მარნეულის ერთ-ერთ რესტორანში – დაკავებულია ერთი პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის მარნეულის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, 1993 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი ე.გ. ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანების ბრალდებით დააკავეს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, მარნეულში მდებარე ერთ-ერთ რესტორანში  ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ბლაგვი საგნის გამოყენებით  – 1986 წელს დაბადებულ ა.მ.-ს სხეულის დაზიანება მიაყენა. დაშავებული  მამაკაცი საავადმყოფოში მოათავსეს, სადაც შესაბამისი სამედიცინო დახმარება ჩაუტარდა. სამართალდამცველებმა ჩატარებული […] Source