სამართალდამცავი უწყებები მომართული არიან, რომ პოლიტიკურ თუ სხვა თანამდებობრივ საკითხებს მნიშვნელობა არ ჰქონდეს. პროკურატურა, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, შინაგან საქმეთა სამინისტრო მოქმედებენ ძალიან აქტიურად, რათა გამოვლინდეს ყველა შესაძლო კორუფციული ფაქტი, – ამის შესახებ “ოცნების” პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა სუს-ის ყოფილი ხელმძღვანელის, გრიგოლ ლილუაშვილის დაკავების კომენტირებისას განაცხადა. „პრემიერ-მინისტრმა პარლამენტს და ხალხს მისცა დაპირება, რომ საქართველო კორუფციის სიმცირით […]