გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ლაშა ავალიანი და სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიის დირექტორი ირაკლი გულედანი მეთევზე ფერმერებს შეხვდნენ. შეხვედრის მონაწილეებმა იმსჯელეს დარგში არსებულ გამოწვევებზე, სამომავლო გეგმებსა და თანამშრომლობის აუცილებლობაზე, რათა მოხდეს დაავადებების პრევენცია და, შესაბამისად, აღმოიფხვრას თევზის პროდუქტებთან დაკავშირებული ადამიანის ჯანმრთელობისთვის საზიანო რისკები. შეხვედრაზე ფერმერებს თევზის დაავადებების დიაგნოსტირების მიმართულებით ლაბორატორიაში დანერგილი კვლევები გააცნეს. […]