ბოლნისში 30 წლამდე ქალი აბაზანაში გაზის გაჟონვის შედეგად გარდაიცვალა. ის, სამი შვილის დედა იყო. actual.ge-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, შემთხვევა ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ არხილში (ნახიდური), გუშინ გვიან ღამით მოხდა. შს სამინისტროში ამბობენ, რომ მომხდარზე გამოძიება სსსკ-ის 240-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს. Source