"მიწისზედა მეტროს პროექტი დროებით შევაჩერეთ, რადგან ამ ეტაპზე უფრო პრიორიტეტული "ახმეტელის თეატრისა" და "ვარკეთილის" მეტროსადგურების ხაზების დაგრძელებაა", — ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის საკრებულოში მიმდინარე სხდომაზე კითხვა-პასუხის დროს ისაუბრა. მისი თქმით, აღნიშნული ინიციატივა ყოფილ პრემიერმინისტრს მამუკა ბახტაძეს ეკუთვნის. "ამასთან დაკავშირებით არაერთი განმარტება გვაქვს გაკეთებული. აღნიშნული ინიციატივა ყოფილ პრემიერმინისტრს მამუკა ბახტაძეს ეკუთვნის. ...