ქალაქის განვითარება შევაჩეროთ იმის შიშით, რომ მშენებლობები კონკრეტულ უბნებს გადატვირთავს, ვფიქრობ, არასწორია. დიდ დიღომში ბევრი საცხოვრებელი კორპუსი შენდება, ერთ-ერთი განვითარებადი უბანია,- ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ საკრებულოში ოპოზიციონერი დეპუტატის ნიკოლოზ ჩერქეზიშვილის იმ კითხვის პასუხად განაცხადა, რომლის თანახმად, დიდ დიღომში მიმდინარე და დაგეგმილი მშენებლობები ხელს ხომ არ შეუშლის ტრამვაის ხაზის დაანონსებული პროექტის განხორციელებას. კალაძის თქმით, „ყველაფერი უნდა გაკეთდეს […]