კალაძე: მიწისზედა მეტროს პროექტი დროებით შევაჩერეთ, პრიორიტეტული „ახმეტელის“ და „ვარკეთილის“ დაგრძელებაა

მიწისზედა მეტროს პროექტი დროებით შევაჩერეთ, რადგან ამ ეტაპზე უფრო პრიორიტეტული „ახმეტელის თეატრისა“ და „ვარკეთილის“ მეტროსადგურების ხაზების დაგრძელებაა, — განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ საკრებულოში ანგარიშის წარდგენისას, სადაც უპასუხა კითხვას ყოფილი იპოდრომის ადგილზე ცენტრალური პარკის მოწყობისა და მიწისზედა მეტროს პროექტის შესახებ. „მიწისზედა მეტროსთან დაკავშირებით არაერთი განმარტება გვაქვს გაკეთებული. აღნიშნული ინიციატივა ყოფილ პრემიერ-მინისტრს მამუკა ბახტაძეს ეკუთვნის. მუნიციპალიტეტს […]