თბილისის ცენტრში, ჩიქოვანის ქუჩაზე არსებული ბავშვთა ინფექციური საავადმყოფოს შენობა და 16 837 კვ.მ. ფართობის მიწის ნაკვეთი ელექტრონულ აუქციონზე 28.22 მლნ ლარად „ვისოლ ჯგუფთან“ დაკავშირებულმა კომპანია „კოსტავა თაუერსმა“ იყიდა. ცნობისთვის, ბავშვთა ინფექციური საავადმყოფოს მომიჯნავედ 33,000 კვადრატული მეტრის მიწის ნაკვეთზე „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ ყოფილი შენობაა განთავსებული, რომლის მფლობელიც ასევე „კოსტავა თაუერსია“. კომპანიამ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ ყოფილი შენობა საჯარო აუქციონზე 2022 წელს […]