თამთა მიქელაძე: მნიშვნელოვანია ახლა მაინც გააქტიურდეს თბილისი და გამოიყენოს ყველა საერთაშორისო პლატფორმა თამარ მეარაყიშვილის უკანონო პატიმრობიდან გათავისუფლებისთვის

"სოციალური სამართლიანობის ცენტრის" ხელმძღვანელი, თამთა მიქელაძე ოკუპირებულ ცხინვალში საქართველოს მოქალაქის, აქტივისტ თამარ მეარაყიშვილის დაკავებას ეხმაურება. ის სოლიდარობას უცხადებს მეარაყიშვილს და სოციალურ ქსელში წერს, რომ "მნიშვნელოვანია ახლა მაინც გააქტიურდეს თბილისი და გამოიყენოს ყველა საერთაშორისო პლატფორმა თამარ მეარაყიშვილის უკანონო პატიმრობიდან გათავისუფლების პროცესის ფორსირებისთვის". "ვიცოდი, რომ რაღაც მძიმე მოხდებოდა თამარა მეარაყიშვილის თავს.არასდროს გააჩერა საკუთარი ...