უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ აშშ-ში გამართული შეხვედრების შესახებ უკრაინის დელეგაციის ანგარიში მოისმინა. „რუსტემ უმეროვმა და ანდრეი გნატოვმა ამერიკულ გუნდთან შეხვედრების შემდეგ დეტალური მოხსენება წარადგინეს. მათ პრეზიდენტ ტრამპის წარმომადგენლებთან პროდუქტიულად იმუშავეს და რამდენიმე დოკუმენტის პროექტი მომზადდა. კერძოდ, ეს არის დოკუმენტები უკრაინის უსაფრთხოების გარანტიების, აღდგენისა და ამ ომის დასრულების ძირითადი ჩარჩოს შესახებ. პუნქტები ისეა ჩამოყალიბებული, რომ ომის […]