შპს „მაგთიკომი“ და მისი შვილობილი კომპანია – შპს „დელტა კომმი“ ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ. „იმისათვის, რომ აბონენტებს მივაწოდოთ ფიქსირებული ინტერნეტისა და ტელევიზიის მომსახურება, ჩვენ მიერ რეგიონებში გამოყენებულია სს „ენერგოპრო ჯორჯიას“ ელექტრომომარაგების ბოძები. ბუნებრივია, აღნიშნულზე არსებობს შესაბამისი ხელშეკრულება და ჩვენ ჯეროვნად ვასრულებთ მის პირობებს, მათ შორის, ვიხდით შეთანხმებულ საფასურს. წინასაახალწლო პერიოდში სს „ენერგოპრო ჯორჯიამ“ […]