ზოგ შემთხვევაში წყალი 0°C-ზე უფრო დაბალ ტემპერატურაზეც კი ინარჩუნებს თხევად მდგომარეობას. 1859 წელს მაიკლ ფარადეიმ ნაშრომი გამოაქვეყნა, რომლის თანახმადაც, ზოგჯერ ყინულის ზედაპირზე თხევადი წყლის თხელი ფენა წარმოიქმნება. ეს ფენომენი ამ დრომდე არავის ჰქონია ამოხსნილი. მაიკლ ფარადეი ინგლისელი მეცნიერია, რომელსაც განსაკუთრებული წვლილი ელექტრობის განვითარებაში მიუძღვის. ზემოთ აღნიშნული ფენომენი მან 1842 წელს შენიშნა, ...