ე.წ. „ჩორჩანას საგუშაგოს“ საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლომ ყოფილ პრემიერ-მინისტრ, გიორგი გახარიასთვის აღკვეთის ღონისძიების სახით დაუსწრებლად შეფარდებული პატიმრობა ძალაში დატოვა. მანამდე კი რუსეთის მიერ ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის წარმომადგენელმა, ეგორ კოჩიევმა განაცხადა, რომ მისთვის კვლავ ერთ-ერთი საკვანძო საკითხია გორის მუნიციპალიტეტის სოფელ უისტას მიმდებარედ ქართული პოლიციის საგუშაგოს მოხსნა. მისი თქმით, ამ საკითხს ცხინვალი განიხილავს ინციდენტების პრევენციისა და მათზე […]