რუსული მარცვლეული სომხეთში აზერბაიჯანის რკინიგზით ჩაიტანეს

რუსეთიდან, კერძოდ ვოლგოგრადის რეგიონიდან სომხეთში აზერბაიჯანის ტერიტორიის გამოყენებით ბოლო სამი ათწლეულის განმავლობაში პირველად გაიგზავნა კომერციული ტვირთი – მარცვლეული. ეს სომხეთ-აზერბაიჯანის ურთიერთობების ნორმალიზების შედეგია. ეს ინფორმაცია დღეს, 23 დეკემბერს გაავრცელა რადიო თავისუფლების სომხურმა სამსახურმა. გამოცემის ცნობით რუსეთის რკინიგზის დაქვემდებარებაში არსებულმა სახელმწიფო კომპანიამ წაიღო – პირველი პარტია 8 ვაგონისგან შედგებოდა. აქამდე რუსეთიდან სომხეთში ტრანზიტი თითქმის სრულად საქართველოს […]