პატიმრობაში მყოფი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ლევან ხაბეიშვილი ციხიდან ეხმაურება დაკავებას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი უფროსის, გრიგოლ ლილუაშვილისა, რომელსაც „ქოლცენტრების“ მფარველობაში ადანაშაულებდა. „მე რომ პარლამენტში მაღალი ტრიბუნიდან ვამხელდი (ლილუაშვილს) „ქოლცენტრების“ მფარველობაში, კოლექტიური კობახიძე-ვოლსკები ამბობდნენ, რომ ხაბეიშვილი არის პროვოკატორი. კონკრეტულ მისამართზე მედიასთან ერთად მივდიოდი, სადაც „ქოლცენტრი“ იყო განთავსებული, მაშინაც მე და თქვენ (მედია) ვიყავით პროვოკატორები. ახლა, როცა შიგნით […]