ოცნების პრემიერი ირაკლი კობახიძე სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოში, რომელიც სასურსათო პროდუქტების ფასებს ეხება, სამართალდამცავ უწყებებს მოუწოდებს, შეისწავლონ სასურსათო პროდუქტების ფასებთან დაკავშირებული საკითხი და დაადგინონ, ხომ არ იკვეთება დანაშაულის ნიშნები. ამას გარდა, ის პარლამენტს სთხოვს," შექმნას საპარლამენტო კომისია, რომელიც საკითხის შესაფასებლად შესაბამის საპარლამენტო ბერკეტებს გამოიყენებს". "აქტიურად ვიმუშავებთ სადისტრიბუციო კომპანიებისა და მარკეტების ქსელების წარმომადგენლებთან, რომ ...