სომხეთის პრემიერმინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა რუსეთს, რომელიც სომხეთის რკინიგზებს მართავს, სთხოვა ნახიჩევანის აზერბაიჯანულ ექსკლავსა და თურქეთის საზღვართან მიმდებარე სარკინიგზო მონაკვეთების სრულად აღდგენა "სასწრაფოდ განიხილოს". "მგონია, რომ უახლოეს მომავალში იგივე საკითხს იჯევან–ყაზახის მონაკვეთთან დაკავშირებითაც დავსვამ, რადგან ვფიქრობ, ამ მონაკვეთის რაც შეიძლება სწრაფად აღდგენის გადაუდებელი საჭიროებაც არსებობს", — განაცხადა ფაშინიანმა ხუთშაბათს გამართულ ბრიფინგზე. მან ასევე ...