„ეს არის იაფფასიანი პოპულიზმი“, – ასე აფასებს „ბიზნესპრესნიუსთან“ „ჯეოქეისის“ მრჩეველთა საბჭოს წევრი ნიკოლოზ ალავიძე პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის მიერ ქვეყანაში სასურსათო პროდუქციაზე არსებულ ფასნამატთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებას. შეგახსენებთ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ პროდუქტზე ევროპულ და ქართულ ფასებს შორის დიდი სხვაობა სადისტრიბუციო კომპანიებისა და მარკეტების მაღალი ფასნამატითაა განპირობებული, რომელიც საქართველოს საზღვრიდან დახლამდე საშუალოდ 86%-ს შეადგენს. პრემიერმა სამართალდამცავ […]