შობა-ახალი წლის დღესასწაულები ბედნიერებასთან, წინსვლასთან და მომავლის იმედთან ასოცირდება. თუმცა, პროგრესი და მომავალი რომ გარემოზე ზრუნვის გარეშე არ არსებობს, ამის შეხსენება ალბათ არცაა საჭირო. არადა, სწორედ საახალწლოდ, ნებსით თუ უნებლიეთ, იმდენი ნარჩენი გვიგროვდება ხოლმე, სად წავიღოთ, აღარ ვიცით. დრო ცოტაა, საფიქრალი ბევრი: სადღესასწაულო რუზრუზში ხშირად რთულია, მოიცალო და ნარჩენების დახარისხებაზე იზრუნო. ...