რითეილ ასოციაცია და მისი წევრები სრულ მზადყოფნას გამოთქვამენ, პრემიერ-მინისტრთან უშუალო დიალოგის ფარგლებში დეტალურად განიხილონ ყველა ციფრი – ასე პასუხობს დარგობრივი გაერთიანება ირაკლი კობახიძის მიერ დღეს გაკეთებულ განცხადებას იმის შესახებ როგორ შეიძლება დარეგულირდეს ქვეყანაში სურსათზე არსებული მაღალი ფასები. რითეილ ასოციაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ბიზნესგაერთიანებას დღგ-ს, საბანკო საკომისიოების და რეგულაციებიდან გამომდინარე გაზრდილი ხარჯების შესახებ, რაც […]