ყოფილი მოკრივე და ბიზნესმენი გიორგი კანდელაკი 200 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს

ყოფილი მოკრივე და ბიზნესმენი გიორგი კანდელაკი 200 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს. კანდელაკი ალკოჰოლის არალეგალური წარმოების ბრალდებით იყო დაკავებული. კანდელაკი 19 სექტემბერს 6 პირთან ერთად დააკავეს. ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, შიდა ქართლში ამოიღეს სარეალიზაციოდ გამზადებული 75 137 ბოთლი უაქციზო ალკოჰოლური სასმელი, კერძოდ, არაყი "ბელუგა", "ბელვედერი", "გრეიგუსი", ვისკი "ბორკანი" და "ჩივას რეგალი". ...