ტროტუარზე დგომისთვის სასამართლოში კიდევ ოთხ ადამიანს იბარებენ

ტროტუარზე დგომისთვის სასამართლოში კიდევ ოთხ ადამიანს იბარებენ. ესენი არიან: დიმიტრი ჯამბურია, გიორგი სტეპანოვი, ნიკა ბერიძე და გუგა სულხანიშვილი. სავარაუდოდ, ყველა მათგანს 17 დეკემბრის აქციის დროს, პარლამენტთან ტროტუარის გადაკეტვას ედავებიან. მათი სასამართლო პროცესები 26 დეკემბერსაა ჩანიშნული. „დამირეკეს სასამართლოდან. ტროტუარზე დგომისთვის 26-ში 15 საათზე ჩამინიშნეს სხდომა, 17 დეკემბერს შემიფერხებია ფეხმავალთა გადაადგილება რუსთაველზე. ცეცხლი ოლიგარქიას!“, – წერს დიმიტრი […] The post ტროტუარზე დგომისთვის სასამართლოში კიდევ ოთხ ადამიანს იბარებენ appeared first on Netgazeti .