მეცნიერთა კვლევის თანახმად, ახლანდელი უკრაინის ტერიტორიაზე გამყინვარების ხანის ადამიანთა ნაწილი სიცივეს თავშესაფრებში ემალებოდა, რომელთა ასაშენებლადაც მამონტის ძვლებსა და ეშვებს იყენებდნენ. დაახლოებით 18 000 წლის წინანდელი საცხოვრებლების კვალს სოფელ მეჟირიჩში მიაგნეს; 1966-1974 წლების გათხრებისას არქეოლოგებმა ძვლების განლაგების მიხედვით ივარაუდეს, რომ ეს სწორედ გამყინვარების პერიოდის "სახლები" უნდა ყოფილიყო. იმის მიუხედავად, რომ ამ მოსაზრებას ...