ალასკაში ტუნდრა იწვის — უკანასკნელ 3000 წელში ხანძრები სწორედ ბოლო საუკუნეში გახშირდა

ალასკა თოვლითა და ყინულით უფროა ცნობილი, ვიდრე ცეცხლით. ამის მიუხედავად, ახალი კვლევის თანახმად, იქ ტუნდრას ხანძრები ბოლო საუკუნეში იმაზე მეტად გახშირდა, ვიდრე უკანასკნელი 3000 წლის სხვა ნებისმიერ დროს. ალბათ, არავის გაუკვირდება, რომ ხანძრების ასეთ გააქტიურებას გლობალურ დათბობას უკავშირებენ. ეს პროცესი ალასკაში მიწას აშრობს და მერქნიანი მცენარეების გავრცელებას იწვევს, რაც ცეცხლის გასაჩენად ...