ბელარუსში სახელმწიფოს ღალატის და გადაბირებულ მებრძოლად ყოფნის ბრალდებებით გაასამართლეს უკრაინის წინააღმდეგ, რუსეთის მხარეს მებრძოლი პირი, მაქსიმ ზეზიულჩიკი. ამ ცნობას ავრცელებს უფლებადამცველი ინიციატივა DissidentBY. უკრაინის ტყვეობაში მყოფმა ზეზიულჩიკმა 2023 წელს ინტერვიუ მისცა უკრაინელ ბლოგერს, ვოლოდიმირ ზოლკინს. მან თქვა, რომ რუსეთის მხრიდან უკრაინაში წარმოებულ ომამდე კონტრაქტით მსახურობდა ბელარუსის საგანგებო ოპერაციების ძალებში, შემდეგ კი კერძო საბრძოლო კომპანიაში გადავიდა. […]