ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს 10 431 460 დოლარის გრანტს გამოუყოფს. ირაკლი კობახიძის 22 დეკემბერის განკარგულებით, პრემიერ-მინისტრი შტატების მთავრობისგან თავდაცვის სამინისტროსთვის გრანტის სახით მილიონობით ამერიკული დოლარის გადაცემას ეთანხმება. როგორც განკარგულებაში წერია, დაგეგმილია „კავშირგაბმულობის საშუალებებისა და სხვა სახის საქონლის” მიღება. „გრანტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიენიჭოს უფლებამოსილება, განახორციელოს ამ […]